Wednesday, October 23, 2013

სოფელი ბერბუკი

შიდა ქართლი,  გორის რაიონი

   

   







     
 გაგაცნობთ გორის რაიონში მდებარე  სოფელ ბერბუკს  რომელიც მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე, ზღვის დონიდან 640 მეტრზე,   ქ. გორიდან 4 კილომეტრში, მას ცენტრალური  საავტომობილო მაგისტრალი (ავტობანი) ყოფს შუაზე. 
      სოფელს აქვს მრავალსაუკუნოვანი  ისტორია, ამას ადასტურებს სოფელში არსებული უძველესი  სათვალთვალო   კოშკი, მე-19 საუკუნის  დარბაზული ტიპის ეკლესია და  წყლის წისქვილი.
     სოფელში ჩამოედინება მდინარე  მეჯუდა რომელიც  სოფელს ყოფს ქვემო და ზემო უბნებად.
      2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ბერბუკში გაჩნდა   ლიახვის  ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება
     

    


  ბერბუკის კოშკი   

                                                                                                                                                                   
 








გორის რაიონის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით, დგას კოშკი. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,7 ), სამსართულიანი,  ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. დაზიანებულია: დანგრეულია პირველი სართულის სამხრეთ           კედელი. შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრტყელი ქვის სარტყელი.
   



   
 










ლეგენდა

ლეგენდის მიხედვით კოშკში ცხოვრობდნენ ბერები. როდესაც მტერს დაინახავდნენ შესძახებდნენ ბერს   " ბერო დაჰკარ ბუკიო" - აქედან წარმოიშვა სოფლის სახელწოდება ბერბუკი

  




 ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია






   ეკლესია მდებარეობს სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. აგებულია  1830  წელს. ეკლესია დარბაზულია  ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული  აგურით. კუთხეები,კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის არქიტრავით  გადახურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ნახევარწრიული  აფსიდის  თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში ორისწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი  პილასტრებია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლისა და აფსიდის მარტივ პროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლისთავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული წარწერით (დაზიანებულია), რომლის თანახმად ეკლესიის  აღმშენებლები გიგაურები  ყოფილან. დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი ჯვარი. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
   





   წყლის წისქვილი




   
 სოფლის ცენტრალურ გზაზე ეკლესიის მახლობლად  მდებარეობს  მე–18 საუკუნის   ძველი წისქვილი    ნახევარტონიანი  ქვის დოლაბებით. წისქვილი ნახევრად    დანგრეულია. აშენებულია  დათა  გიგაურის მიერ



















       სოფელ ბერბუკში ცხოვრობენ : გიგაურები, რუსიტაშვილები, აბალაკები,
                                                               მერებაშვილები.
       სოფლის მოსახლეობა შეადგენს 250 კომლს.
       სოფლის მოსახლეობის საქმიანობაა: მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა.
       დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 20%
      
       სოფელს აქვს სკოლა რომელიც საჭიროებს კეთილმოწყობას. 
       (სკოლაში დასაქმებულია სოფლის 9 მკვიდრი)
       სოფელში არის მცირე ზომის , 3 კერძო საკალმახე მეურნეობა ( დასაქმებულია
         სოფლის 8 მოსახლე)




სოფელ ბერბუკის ეკოლოგიური მდგომარეობა
















 სოფელში 2013 წლის სექტემბრიდან დადგეს ნაგვის ბუნკერები,ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დასუფთავების სამსახური ,მიუხედავად ამისა სოფელ ბერბუკში  დანაგვიანებულია გარემო. არსებობს რამდენიმე  ნაგავსაყრელი    დაბინძურებულია მდინარე მეჯუდა.














სოფელი საჭიროებს ხელისუფლების დახმარებას  სოფლის და მდინარის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად




 

სოფელში არსებული მთავარი პრობლემები



სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა სოფელში არსებული პრობლემები :



                                    




 სოფლის მთავარი პრობლემა- სასმელი და სარწყავი  წყლის არარსებობა
 სოფელს არ აქვს განვითარებული ინფრასრტუქტურა: არ  აქვს საბავშვო ბაღი, 
                                                              აფთიაქი, გართობის ცენტრი, არ აქვს
                                                               კეთილმოწყობილი სტადიონი.
 სოფელში არ არის მცირე საწარმოები.
 სოფლის მოსახლეობის  70 %  სიდუხჭირის ზღვარზეა.

 




სოფელში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები


სოფელი საჭიროებს ხელშეწყობას ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში, რის შედეგადაც შეიქმნება სამუშაო ადგილების გარკვეული რაოდენობა სოფლის მოსახლეობის დასაქმებისთვის

სოფლის მოსახლეობას აქვს სავარგულები, რომლის დამუშავებასაც უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. მოსახლეობას სჭირდება იაფი კრედიტები და რისკების დაზღვევა.

სოფლის მოსახლეობა მისდევს მეხილეობას,მაგრამ აქვს პრობლემა სოფლის პროდუქტის გასაღების.    
ისრაელში არსებობს კიბუცები რომლებიც ეფექტურად ფუნქციონირებენ, სასურველია ამ ტიპის გაერთიანებები შეიქმნას საქართველოს სოფლებშიც . ურთიერთდახმარება სასურველ შედეგს გამოიღებს.






 სოფელი ელის დახმარებას. დღევანდელ დღეს მოსახლეობას  აქ დასახელებული პრობლემების გადაჭრა ახალი ხელისუფლების დახმარებით  ესახება. 







საკონკურსო მასალა მოამზადეს  სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა:


     ალიხანაშვილი მარიამი
     მერებაშვილი მარიამი
     აბალაკი გიორგი
    ტურაშვილი ვასილი
     გორგიშელი სალომე

 კოორდინატორი  ლია გიგაური      /პედაგოგი/
 liagigauri@gmail.com




No comments:

Post a Comment